ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

პოზიციის დასახელება: საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ვაკანსიას. 

ანაზღაურება: 900 ლარი (დარიცხული) 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა); 
  • ინგლისური ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point); 
  • უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია). 
  • პიროვნული თვისებები: 
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობა; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • შემჭიდროვებულ ვადებში დავალებების შესრულების უნარი. 

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს: 

1. რეზიუმე (CV) (რეზიუმე ასევე უნდა მოიცავდეს ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციას, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ დაადასტურონ კანდიდატის შესაბამისი კომპეტენცია); 2. პირადობის მოწმობის ასლი; 3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები; 4. სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, სამოტივაციო წერილში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, თუ როგორ პასუხობს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობას).

სამუშაო პირობები: სტატუსი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი 

სამუშაოს აღწერილობა: 

  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება და სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციების გაწევა; 
  • საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტაციის ბაზის წარმოება; 
  • საინფორმაციო ცენტრში დასაქმებული სტაჟიორების კოორდინირება.
  • ცენტრის მიერ გაწეული სერვისების გაუმჯობესებაზე მოსაზრებების შემუშავება და სიახლეების დანერგვის ხელშეწყობა; 
  • დეკანთან ანგარიშის წარდგენა ცენტრის მუშაობის შესახებ; 
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია და ყოველდღიური და ყოველთვიური (შემაჯამებელი) ანგარიშების მომზადება ფაკულტეტის დეკანთან წარსადგენად; 
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურისთვის.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 

საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 24 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 

გთხოვთ წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი 

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად: 

1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა; 

2. გასაუბრება კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან.

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელშიც მითითებული იქნება გასაუბრების ადგილი და თარიღი. 

Შენიშვნა: დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გასაუბრების სავარაუდო თარიღია: 2019 წლის 12-13 ნოემბერი

ბანერები