ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანიის My.ge UX/UI დიზაინერის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია My.ge აცხადებს UX/UI დიზაინერის ვაკანსიას.

კომპანია ქართულ ინტერნეტბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, Myjobs, Myshop.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ანაზღაურება: 2500 ლარიდან

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით

სამუშაო დღის დასაწყისი: 10:00-დან 19:00 საათამდე

სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი + 1 საათი დასვენება

შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე) + 6 უქმე დღე წელიწადში

ფუნქციები და მოვალეობები:

  • კვლევების ორგანიზება, ჩატარება და ინფორმაციის დამუშავება;

  • შეაგროვოს და დაამუშაოს ყველა ის ინფორმაცია, რაც დაკავშირებული იქნება მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებთან;

  • მომხმარებლის კვლევისა და ტესტირების გამოყენებით ხელი შეუწყოს პროდუქტის განვითარებასა და ხელმისაწვდომობას.

  • მოახდინოს UX პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება (მაგ., ინტერფეისის აღქმადობა/გამოყენებადობა);

  • შეასრულოს დიზაინის UX ნაწილი და მოამზადოს UI დიზაინის დასაწყებად;

  • შეასრულოს დიზაინის პირველადი მონახაზები wireframes;

  • შექმნას დიზაინის საბოლოო ვიზუალები და პროტოტიპები;

  • შექმნას Style guide შემდგომში დეველოპმენტის პროცესების სწორად წარმართვისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • UX კვლევებისა და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების გამოცდილება;

  • პირველად ვერსიებთან მუშაობის გამოცდილება (wireframes);

  • კომპონენტების საერთო სტილის შექმნის გამოცდილება (style guides);

  • პროტოტიპების შექმნის გამოცდილება შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით (InVision ან marvelapp);

  • ინტერფეისის სტრუქტურის შექმნის გამოცდილება (user flows);

  • UI დიზაინის დასახატად საჭირო პროგრამების ცოდნა, მუშაობის გამოცდილება (მაგ: Sketch, Figma, XD, Photoshop).

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

  • მომხმარებლის ინტერფეისის პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი (მაგ.: გამოყენებადობა, აღქმადობა).

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • დროის ეფექტური მართვა;

  • გუნდურობა;

  • პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის მიღების უნარი.

ბენეფიტები, რომელთაც კომპანია სთავაზობს:

  • დაგროვებითი პენსიის 4%-ს ფარავს კომპანია;

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

  • ფიტნესის აბონემენტი;

  • ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსი (British Council Georgia);

  • თავისუფალი სამუშაო გარემო და ხილი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში;

  • ონლაინკურსები სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე:  hr@my.ge

 სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 12 მარტი, 2020წ.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

ბანერები