


კომპანიის Ecovis Georgia ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანსიას.
ძირითადი ვალდებულებები:
-
უშუალო ხელმძღვანელის დავალებით კომპანიის ადმინისტრაციულ პროცესებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
-
საინფორმაციო ბაზების მომზადება, ორგანიზება და პერიოდულად განახლება;
-
საჭიროების მიხედვით სხვადასხვა რეპორტის მომზადება;
-
საინფორმაციო ბაზების მომზადება, ორგანიზება და პერიოდულად განახლება;
-
კომპანიის PR და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა;
-
კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან/და ადრესატთან გადამისამართება;
-
კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, რეგისტრირება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
-
შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
-
კომპანიიდან გასაგზავნი კორესპონდენციის მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა, აგრეთვე კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის მიღება და დროული გადამისამართება;
-
კომპანიის შიდა შესყიდვების პროცესის წარმართა;
-
კომპანიის ოფისის დალაგების, სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
-
თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
ბაკალავრი/მაგისტრი;
-
სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
-
სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
-
სავალდებულოა მსგავს სფეროში მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
-
ორგანიზებულობა;
-
საქმისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
-
ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
-
პრეზენტაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისის ბიზნესის ცენტრი
ანაზღაურება: შეთანხმებით
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა:30 ივნისი, 2020 წ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.