ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიაუნის თეატრის ტექნიკური რეჟისორის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი აცხადებს ტექნიკური რეჟისორის ანაზღაურებად ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პასუხისმგებელია სპექტაკლის გამართულ მსვლელობაზე;
  • ვალდებულია, დაგეგმოს და დაესწროს სპექტაკლის ყველა რეპეტიციას, ჩაინიშნოს რეჟისორის მითითებები, ჩაასწოროს პიესის ტექსტი;
  • ვალდებულია, მსახიობს შეახსენოს მისი რეპეტიციებისა და წარმოდგენების განრიგი;
  • გარდერობის გამგესა და რეკვიზიტორთან ერთად წარმოდგენის დაწყებამდე 2 საათით ადრე ვალდებულია, შეამოწმოს კოსტიუმები და რეკვიზიტის გამართულობა;
  • ვალდებულია, გააკონტროლოს დეკორაციის მონტაჟი სცენაზე;
  • წარმოდგენის მსვლელობისას პასუხისმგებელია კულისების დისციპლინაზე;
  • ვალდებულია, დროულად აცნობოს კოსტიუმისა და რეკვიზიტის დაზიანების შესახებ თეატრის ტექნიკურ დირექტორს;
  • გაუფრთხილდეს თეატრის ქონებას;
  • შეასრულოს ტექნიკური დირექტორის სხვა მითითებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • დროის მართვის უნარი;
  • ემოციების მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

სამუშაო დრო: თეატრალური სპეციფიკის გამო ტექნიკური ჯგუფისა და თეატრის ადმინისტრაციისათვის წესდება არანორმირებული სამუშაო საათები სპექტაკლების რეპეტიციებისა და წარმოდგენის განრიგიდან გამომდინარე. თუმცა კვირაში არა უმეტეს 40 სამუშაო საათისა. მათთვის მოქმედებს ექვსდღიანი სამუშაო კვირა, დასვენების დღეა ორშაბათი.

ვაკანსია გამოცხადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც.

კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად: 

წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა; 

გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან.

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს: 

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • რეზიუმე (CV);
  • ფოტოსურათი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „თეატრის ტექნიკური რეჟისორი“.

კონკურსის პირველ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით.

 2022 წელი

ბანერები