ილიაუნის თეატრის მოლარის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი აცხადებს მოლარის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბილეთების დაჯავშნა და გაყიდვა;
- ტელეფონზე პასუხი, მაყურებლისთვის სპექტაკლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- ფინანსური ჟურნალის წარმოება;
- თეატრის ადმინისტრატორის სხვა მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point);
- სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- გაყიდვების მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ელექტრონული გაყიდვების მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:
- გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32;
სამუშაო დრო: თეატრალური სპეციფიკიდან გამო მოლარეებისათვის წესდება არანორმირებული სამუშაო საათები. მოლარეები მუშაობენ მონაცვლეობით ყოველდღე, 13:00-დან 20:00 საათამდე, კვირაში არა უმეტეს 21 საათისა. დასვენების დღეა ორშაბათი.
ვაკანსია გამოცხადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- რეზიუმე (CV);
- ფოტოსურათი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „თეატრის მოლარე“
კონკურსის პირველ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით.
2022 წელი