


ილიაუნის თეატრის კაპელდინერის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი აცხადებს კაპელდინერის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბილეთების შემოწმება მაყურებლის დარბაზში შეშვებამდე;
- სპექტაკლის პროგრამების დარიგება;
- წესრიგისდაცვა თეატრის დარბაზსა და ფოიეში წარმოდგენის მსვლელობისას;
- მაყურებლისთვის ადგილის მოძებნაში დახმარება;
- თეატრის ადმინისტრატორის სხვა მითითებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:
- გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32;
სამუშაო დრო: თეატრალური სპეციფიკიდან გამომდინარე კაპელდინერისთვის დაწესებულია არანორმირებული სამუშაო საათები – კვირაში 3 დღე: პარასკევი, შაბათი, კვირა – მონაცვლეობით ყოველდღე, 19:00-დან 23:00 საათამდე, კვირაში არა უმეტეს 15 საათისა.
ვაკანსია გამოცხადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
- გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- რეზიუმე (CV);
- ფოტოსურათი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „თეატრის კაპელდინერი“.
კონკურსის პირველ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით.
2022 წელი