ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიაუნის კანცელარიის ვაკანსია ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო მომსახურება - ინფორმაციის გაცემა, ზარის შესაბამის ადრესატთან გადამისამართება;
  • განცხადებების შევსებისას სტუდენტებისათვის დახმარების გაწევა;
  • ელექტრონული წერილების მიღება და გაგზავნა;
  • ინფორმაციის შემოწმება კანცელარიაში მოქმედი საქმისწარმოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;  
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული მეტყველებისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ორი კანდიდატის აყვანა ნახევარ განაკვეთზე.

აღნიშნულ პოზიციაზე მოწვევის სავარაუდო ვადაა 6-9 თვე.

გამოსაცდელი ვადა ერთი თვე (ანაზღაურების გარეშე), რომლის განმავლობაშიც მიღებულ კანდიდატ(ებ)ს ჩაუტარდება შესაბამისი ტრენინგი.

ანაზღაურებისა და  სამუშაო პირობების შესახებ შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@iliauni.edu.ge. ველში „თემა“ მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „ცხელი ხაზის ოპერატორი“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კანცელარიის უფროსს, მაია თევდორაძეს.

ტელ.: 577 55 33 24

ბანერები