


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი აცხადებს მოლარის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯავშნის და ყიდის ბილეთებს;
- უპასუხებს ტელეფონს, აწვდის მაყურებელს ინფორმაციას სპექტაკლის შესახებ;
- აწარმოებს ფინანსურ ჟურნალს;
- პოზიციის შესაბამისად ასრულებს ადმინისტრატორის სხვა მითითებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Gmail);
- სალარო-აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ელექტრონული გაყიდვების მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ქცევითი კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:
- გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32;
- სამუშაო დრო: თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველდღე, 13:00-დან 20:00 საათამდე, არაუმეტეს 21 საათისა კვირაში. დასვენების დღეა ორშაბათი.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
- გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2023 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება თეატრის მოლარე.
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2023 წელი