ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოპერატორ/კონსულტანტის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს კანცელარიის  ოპერატორ/კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა; 

  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დასმული/პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, კომპეტენციის ფარგლებში მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, ზარების გადამისამართება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში; 

  • მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მუშაობა; 

  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამუშავება და მათი მონაცემთა ბაზაში ასახვა; 

  • წერილების მიღება და რეგისტრაცია.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 

  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარები; 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 

  • შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებულობა; 

  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; 

  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი. 

წარმოსადგენი დოკუმენტები: 

  • რეზიუმე (CV)

  • უმაღლესი განათლების ან სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი

შერჩევის ეტაპები: 

  • პირველი ეტაპი რეზიუმეების გადარჩევა

  • მეორე ეტაპი ტესტირება 

  • მესამე ეტაპი გასაუბრება 

დასაქმების პერიოდი 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 – 18:00 სთ.

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა 2

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე 2019 წლის 4 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ბანერები