ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

გრაფიკული დიზაინერის ვაკანსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

მოთხოვნები

  • გრაფიკული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator; Adobe Photoshop, Adobe Indesign);
  • 3D გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები

  • მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება;
  • ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის შემუშავება; ვებბანერების დიზაინი;
  • სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება;
  • სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება.

პიროვნული თვისებები

  • შემოქმედებითი, კრეატიული ხედვა და სხარტი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოტივირებულობა და ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 (ვაკის პარკის მოპირდაპირედ), თბილისი

ანაზღაურება: 1000-1250 ლარი

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გრაფიკული დიზაინერი“

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, CV და პორფტოლიო გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge არაუგვიანეს 11 დეკემბრისა.

ბანერები