ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ბავშვის განვითარების ინსტიტუტის განცხადება სტუდენტებისათვის

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი 21-ე საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით ფსიქოლოგიისა და განათლების მიმართულების მეოთხეკურსელ ბაკალავრებს ან ამავე მიმართულებების მაგისტრანტებს იწვევს 21-ე საჯარო სკოლაში 8-თვიანი პრაქტიკის/სტაჟირების გასავლელად. 

პრაქტიკა დაკავშირებული იქნება 21-ე საჯარო სკოლის რესურსოთახში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან ასისტენტად მუშაობასთან ან ამავე სკოლაში „მეგობართა წრის“ პროგრამით მუშაობაში ჩართვასთან. 

დაინტერესებულ სტუდენტს მოეთხოვება თანმიმდევრული თანამშრომლობა და მისთვის გამოყოფილი დატვირთვის საათების მიზანმიმართული შესრულება. 

პრაქტიკის დასრულების შემდეგ ბავშვის განვითარების ინსტიტუტი სტუდენტებს მისცემს პრაქტიკის გავლის დამადასტურებელ ცნობას. 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველები 23 სექტემბერს, 11:00 საათზე, უნდა მოვიდნენ ილიაუნის C 124 აუდიტორიაში

ბანერები