ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ახალგაზრდობის სააგენტოს ვაკანსიები

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2020 საქართველოში“. 

ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ტოლერანტული გარემოს, თანამშრომლობისა და მულტიკულტურული ახალგაზრდული პლატფორმის შესაქმნელად არაფორმალური საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის გამოყენებით.

ახალგაზრდობის სააგენტო ემსახურება ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას ქვეყანაში. ასევე ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას.

Ბანაკი საქართველოში ევროპული სკოლის მოსამზადებელ ეტაპია. ევროპულ სკოლაში 2 წლის მანძილზე ისწავლის 35 ახალგაზრდა საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

ბანაკი 2020 წლის 15 აგვისტოს გაიხსნება და 30 აგვისტოს დაიხურება.

ბანაკის მონაწილეები არიან 14-18 წლის ახალგაზრდები აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო) და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. სულ 100 მონაწილეა.ბანაკში ყველა ღონისძიება ეწყობა ინგლისურ ენაზე.

გამოცხადებული პოზიციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ელფოსტაზე ერთ მეილად გაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები: eapsummercamp2020@gmail.com 2020 წლის 28 ივნისის ჩათვლით, სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპოსტის ასლი;

  • განახლებული რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენებზე;

  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არ ეხება საწყობის კოორდინატორის პოზიციას);

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან პოზიციის შესაბამისად;

  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

შერჩეული კანდიდატები შემდგომ ეტაპზე წარადგენენ: ჯანმრთელობის ცნობას, ცნობას ნარკოლოგიურიდან და ნასამართლეობის ცნობას.

2020

ბანერები