ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

„Atlantic Georgia“-ს ვაკანსია: პროცესის ინჟინერი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „Atlantic Georgia“ აცხადებს ვაკანსიას პროცესის ინჟინრის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

  • უზრუნველყოს სახელოსნოში იარაღების მუდმივი გაუმჯობესება.
  • უზრუნველყოს მანქანა-დანადგარების ოპტიმიზაცია.
  • მოსალოდნელი ხარისხის მისაღებად დაგეგმოს მოქმედებები.
  • დაზოგოს ნედლეული.

ძირითადი მოვალეობები :

  • აღმოაჩინოს პრობლემები  წყლის გამაცხელებლების წარმოების (საწნეხი დანადგარების, შედუღების, ემალირების, შეღებვის, ამწყობი ხაზის და ა.შ.) პროცესში  და შეამოწმოს მაჩვენებლები:
    • წუნის;
    • ჯართის;
    • ნედლეულის დაზოგვის.
    • მიიღოს გადაწყვეტილებები წარმოების გუნდთან ერთად: გააანალიზოს ხარისხის კრიზისის მიზეზები, მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები, ინდიკატორები.
    • ჩაატაროს ცდები საწარმოო ხაზის  სამომავლო გაუმჯობესებისათვის და შეარჩიოს შესაბამისი გამოსავალი სხვა დეპარტამენტებთან (ტექნიკური, ინდუსტრიალიზაცია, ხარისხი) და მენეჯმენტთან ერთად.
    • ახალი ხაზების ან/და ახალი პროდუქციის პროექტირებისას, იმოქმედოს, როგორც ექსპერტმა.
    • ტრენინგების საშუალებით გადასცეს ცოდნა წარმოების გუნდს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფლობდეს ზოგადი ინჟინრის ბაკალავრის ხარისხს. ოპტიმალური სპეციალობებია: მექანიკოსი, ქიმიკოსი, ხარისხის ინჟინერი და ა.შ.
  • ჰქონდეს გამოცდილება ან/და განსაკუთრებული ინტერესი საწარმოო გარემოსა და წარმოების პროცესის მიმართ.
  • საბაზისო დონეზე ფლობდეს ტექნიკურ ინგლისურ ენას (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად).
  • შეეძლოს სტატისტიკის მართვა და MS Office-ში მუშაობა.
  • იცოდეს ნარჩენებისა და ნაგვის აღმოფხვრის (FMEA, SMED, 5S ...) და პროექტების მართვის ინსტრუმენტები.
  • ჰქონდეს კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარები და ანალიტიკური და მეთოდოლოგიური აზროვნება.
  • იყოს შრომისმოყვარე , შეეძლოს, ჯგუფთან ერთად უშუალოდ ჩაერთოს წარმოების პროცესში.

სამუშაო პირობები:

  • უვადო ხელშეკრულება სრულ განაკვეთზე;
  • შესაძლო მივლინებები და ტრენინგები საზღვარგარეთ.
  • საჭიროების შემთხვევვაში, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო.

კომპანიის შესახებ

კომპანია „Atlantic Georgia“ ნაწილია საერთაშორისო კომპანიისა „Group Atlantic“, რომელიც დაარსდა 1968 წელს, 6000-ზე მეტი თანამშრომლით, 1,35 ბილიონი ევროს ბრუნვითა  და მუდმივი განვითარებით. ქარხანა მდებარეობს საქართველოში, ქალაქ ქუთაისში და აწარმოებს წყლის გამაცხელებლებს. წარმოება დაიწყება 2017 წლის სექტემბრიდან 100 თანამშრომელთან ერთად.

კომპანია, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაინტერესებულია ტექნიკური (ინჟინერ-მექანიკოსი, ინჟინერ-ქიმიკოსი, ინჟინერ-ელექტრიკოსი, ხარისხის კონტროლის ინჟინერი, ტექნოლოგი, ტექნიკოს-ელექტრიკოსი და ა.შ.) განათლების მქონე კურსდამთავრებულების მოძიებით.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ, უსაფრთხო, საინტერესო და მუდმივად განვითარებად სამუშაო გარემოს; ასევე, ტრენინგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

ბანერები