ვაკანსია „ლიგამუსის“ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა წიგნის სახლში „ლიგამუსი“ აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- წიგნის მაღაზიის ყველა სალაროს, სალარო-აპარატის, სალარო-ტერმინალის, სალარო-ჟურნალის, საბუთებისა და სეიფის ზედამხედველობა და მათთან მუშაობა;
- სალაროს ფინანსურ რესურსებზე პასუხისგება (დანაკლისის ანაზღაურება);
- ინკასაცია;
- ბუღალტერსა და ბუღალტერიასთან ურთიერთობა;
- სამსახურის უფროსისთვის გაყიდვების შესახებ დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
- სამსახურში მიმდინარე აღწერისა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- სამსახურის მომხმარებლის კონსულტაცია და სამსახურში არსებული სხვადასხვა პროდუქტის შესახებ კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება;
- სამსახურში მიმდინარე ღონისძიებების დროს კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა;
- მომხმარებლისა და პოტენციური მომხმარებლის დროული ინფორმირება სამსახურში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობისა და სიახლის შესახებ;
- სამსახურის მატერიალური რესურსის კონტროლი და მასზე პასუხისგება;
- წიგნის მაღაზიის აღწერებსა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა. აღწერისა და ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე პასუხისგება (დანაკლისის წილობრივი ანაზღაურება).
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ინფორმაციის დახარისხების უნარი
- ინტერნეტში ძიების უნარი
- ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონისა)
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint, Google სერვისები
- პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოტივირებულობა
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV, სამოტივაციო წერილი და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2023 წლის 10-დან 15 თებერვლის ჩათვლით.
“subject” ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და წერილს ყველა დოკუმენტი დაურთეთ ერთ ფაილად აკინძული PDF ფორმატში.
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა და შემდგომ გასაუბრება.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი დასაქმდება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით და ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ვალდებული იქნება წარმოადგინოს ასევე:
ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
2023 წელი