ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

შემოსავლების აღრიცხვისა და ანალიზის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას შემოსავლების აღრიცხვისა და ანალიზის დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუდენტების სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვის და ანალიზის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია, როგორც ვერბალური ასევე ოფიციალური დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერის გზით, უნივერსიტეტის სტუდენტებთან (მ.შ. საერთაშორის ოსტუდენტებთან) ;
  • სტუდენტებისათვის (მ.შ. საერთაშორისო სტუდენტები) თანხის დაბრუნების პროცესში მონაწილეობა;
  • ელექტრონული რეესტრების წარმოება;
  • უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემებში (Billing, eDOC და ა. შ.) მუშაობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში  ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული კორესპონდენცის განხილვა  და შესაბამისი წერილის პროექტის მომზადება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან სხვა მონათესავე სფეროში;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) სავალდებულოა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
  • SQL -სა და Power BI - ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;

ქცევითი კომპეტენციები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • დროის მართვის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი- თბილისი, ჩოლოყაშვილის 3/5;
  • სამუშაო გრაფიკი სრული (კვირაში 40 საათი);
  • სამუშაო დღეები:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
  • ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით - 1 700.00 (ათას შვიდასი) ლარიდან, გამოცდილების შესაბამისად და ზრდის პერსპექტივით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV(სამუშაო გამოცდილების ფუნქცია-მოვალეობების მითითებით) მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 19 აგვისტოს ჩათვლით (ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი).

კონკურსი წარიმართება 3 ეტაპად: 

  • წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა;
  • ტესტირება (ექსელში და ინგლისურში);
  • გასაუბრება.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

2024

ბანერები