ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიდეოოპერატორის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ვიდეოგადაღება;
  • უნივერსიტეტთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეორგოლების დამზადება;
  • ყველა ორიგინალი დედანი ფაილის დაარქივება და შენახვა;
  • სამონტაჟო პროგრამაში ვიდეოფაილის შეტანა და მასალის დამუშავება;
  • ვიდეოჩაწერის შემდეგ საწარმოო ციკლის მართვა (საუკეთესო კადრების შერჩევა, დროულად მიწოდება);
  • ვიდეორგოლის სცენარის გეგმის შედგენაში მონაწილეობა;
  • ჩასაწერი სივრცის, აპარატურისა და განათების მოწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ვიდეოგადაღების ტექნიკური უნარი;
  • მონტაჟის საბაზისო ცოდნა;
  • ღონისძიების გადაღების გამოცდილება;
  • შესაბამისი პროფესიული განათლება ან გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა;
  • ვიდეონამუშევრების პორტფოლიო.

ქცევითი კომპეტენციები:

  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • სიახლეებისადმი ღიაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი);
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სახელფასო სარგო: 1913 ლარი (დარიცხული).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 2024 წლის 15  დეკემბრის  ჩათვლით CV და ვიდეონამუშევრების პორტფოლიო გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიდეოოპერატორი.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

 2024

ბანერები