


სასწავლო პროცესის ეფექტურობის ანალიზის სპეციალისტის ვაკანსია
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სასწავლო პროცესის ეფექტურობის ანალიზის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შეფასება განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;
- სასწავლო პროცესის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი განმავითარებელი სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- ფოკუსჯგუფების ჩატარება აკადემიური პროგრამების ფარგლებში, რაოდენობრივი მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება (სტუდენტებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, დამსაქმებლებთან, კურსდამთავრებულებთან);
- სტუდენტური გამოკითხვების რაოდენობრივი ანალიზი და შეფასება;
- აკადემიური პროგრამების მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით განმავითარებელი სტრატეგიების დასახვაში მონაწილეობა პროგრამაში ჩართულ აქტორებთან (აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები, ფაკულტეტის ადმინისტრაცია) თანამშრომლობით;
- პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და განვითარების მიზნით შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა;
- აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების პროცესში მონაცემების ანალიზი;
- საჭიროების მიხედვით, ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი განათლების, სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ან წარმატებით გავლილი სტატისტიკის კურსი/ები);
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (სასურველია შესაბამისი დონის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატის/ცნობის წარმოდგენა);
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩოლოყაშვილის 3/5;
სამუშაო დრო: სრული (კვირაში 40 საათი).
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ: CV , პირადობის მოწმობა, დიპლომის ასლი 2022 წლის 16 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელმისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. გთხოვთ, ელფოსტის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება .
შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა და გასაუბრება.
დავუკავშირდებით მხოლოდ კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
2022 წელი