ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

სასადილო „უნიფუდის“ მზარეულის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს უნივერსიტეტის სასადილო „უნიფუდის“ მზარეულის ვაკანსიას.

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კერძების კალკულაციების მიხედვით მომზადება, ახალი კერძების შექმნა და საცალო რეალიზაციაში გაშვება;
  • სარეალიზაციოდ გემრიელი და მომხმარებლისთვის სასარგებლო პროდუქტის მომზადება, უნივერსიტეტში (როგორც თბილისში, ასევე ბაზებზე) დაგეგმილი ღონისძიებების კვებითი მომსახურებისთვის საჭირო პროდუქციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო ან/და პროფესიული განათლება;
  • კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ქცევითი კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ყურადღების კონცენტრაციის მაღალი დონე;
  • აქტიურობა, ენერგიულობა;
  • კრეატიულობის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 10 ოქტომბრის ჩათვლით გამოგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge (“subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება – მზარეული).

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი დასაქმდება გამოსაცდელი ვადით. 

2024

ბანერები