საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორის ვაკანსია
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები
- მედიცინის სკოლის საერთაშორისო სტუდენტებისთვის ხელშეკრულების შედგენა;
- მედიცინის სკოლის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება და კომუნიკაცია სტუდენტებთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან, ცენტრალურ და ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან;
- მედიცინის სკოლის სასწავლო სემესტრული ცხრილების მომზადება და კონტინგენტის დაგეგმვისთვის შესაბამისი მონაცემების შეგროვება;
- მედიცინის სკოლის სტუდენტების კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე (მათ შორის სოციალური მედიის საშუალებით) და მათი მიღება ოფისში წინასწარ განსაზღვრულ საკონსულტაციო საათებში;
- მედიცინის სკოლის ლექტორებთან კომუნიკაცია (ცხრილების, სასწავლო დატვირთვების, უწყისების მართვის და სხვ. თაობაზე);
- მედიცინის სკოლის საერთაშორისო სტუდენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტებისა და საჭირო ინფორმაციის (მათ შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული) მიწოდება და ამ პროცესის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან კოორდინაცია;
- მედიცინის სკოლის ლექტორების/სტუდენტების მხრიდან დაფიქსირებული პრობლემების დროული შეგროვება და შესაბამისი რეაგირებისთვის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელისთვის/ ფაკულტეტის დეკანისთვის მიწოდება;
- მედიცინის სკოლის ელფოსტის მართვა წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით;
- მედიცინის სკოლის სტუდენტების კლინიკური სწავლების დაგეგმვა და მონიტორინგი.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენა (მინიმუმ B2 დონე);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მედიცინის მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება.
ქცევითი კომპეტენციები:
- ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- სიახლეებისადმი ღიაობის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N 3/5
- სამუშაო გრაფიკი – სრული (კვირაში 40 საათი)
- სამუშაო დღეები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
კონკურსი წარიმართება შემდეგ ეტაპებად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (CV);
- ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები, სერტიფიკატები ან ცნობა სწავლის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, მასში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, როგორ უპასუხებს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობას).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ საბუთები ელფოსტაზე vacancy@iliauni.edu.ge 2023 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება „მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორი“.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2023