ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
21 მარტი, 2025

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
13 მარტი, 2025

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
6 მარტი, 2025
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ვაკანსია
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე სტუდენტებისათვის ინფორმაციის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
- საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტების ბაზის წარმოება;
- სასწავლო პროცესის მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
- საინფორმაციო ცენტრში დასაქმებული სტაჟიორების მუშაობის კოორდინირება;
- ცენტრის მიერ გაწეული სერვისების გაუმჯობესებაზე მოსაზრებების შემუშავება და სიახლეების დანერგვის ხელშეწყობა;
- შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურისთვის;
- დეკანთან ანგარიშის წარდგენა ცენტრის მუშაობის შესახებ;
- ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესებში ჩართვა.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში);
- ინგლისურ ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point);
- უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- დროის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ემოციების მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (CV) (რეზიუმე ასევე უნდა მოიცავდეს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციას);
- სამოტივაციო წერილი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლი
- ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია).
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
- გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან.
- კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელშიც მითითებული იქნება გასაუბრების ადგილი და თარიღი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 6 დეკემბრის ჩათვლით განაცხადები გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიცია – საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი.
შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გასაუბრების სავარაუდო თარიღია: 2022 წლის 8-9 დეკემბერი
2022 წელი