მატერიალური რესურსების სამსახურის სამშენებლო- სარემონტო დეპარტამენტის ინჟინერ-ზედამხედველის ვაკანსია
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მატერიალური რესურსების სამსახურის სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის ინჟინერ-ზედამხედველის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო ნორმებისა და წესების, ტექნიკური პირობებისა და მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის დაცვის კონტროლი;
- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული არსებითი ხარვეზების თაობაზე ანგარიშის წარდგენა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული მასალებისა და მოწყობილობების შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ცვლილების მიზანშეწონილობის შესწავლა;
- ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
- შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის, ხარისხის, გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების პროექტის დადგენილ სტანდარტებთან, პროექტის ტექნიკურ და მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
- სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი წუნის შემთხვევაში აქტის შედგენა და შემსრულებლისგან კონკრეტულ ვადაში წუნის აღმოფხვრის მოთხოვნა;
- შესყიდული სამუშაოებისათვის მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მოყვანილი სამუშაოების მოცულობისა და ღირებულებების შედარება ხარჯთაღრიცხვასა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან;
- სამუშაოების წარმოების სახელშეკრულებო და ძირითადი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების კონტროლი;
- კონტროლი უხარისხო და სერტიფიკატის არმქონე მასალებისა და მოწყობილობების გამოყენებისაგან თავის ასარიდებლად;
- ძირითადი სამშენებლო ჟურნალების კონტროლი, ესენია: სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის სამუშაოთა ჟურნალი, უსაფრთხოების ჟურნალი, ლითონის სამუშაოების ჟურნალი, საშემდუღებლო ჟურნალი და სხვა საჭირო ჟურნალების წარმოებაზე კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო რეგულაციებისა და საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
- ჩატარებულ სამუშაოებთან გამოსაყენებელი მასალების შესაბამისობის პროფესიული ცოდნა;
- სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული წესებისა და ნორმების ცოდნა;
- ხარჯთაღრიცხვის მომზადების ცოდნა რესურსული მეთოდით;
- სახანძრო და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების, რეგულაციებისა და ნორმების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება სამშენებლო/ინჟინერიის მიმართულებით ან/და მსგავსი სამუშაო აღწერილობის/სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა(Word, Excel, Power Point, google სერვისები).
ქცევითი კომპეტენციები
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;
- სამუშაო გრაფიკი და სახელფასო ანაზღაურება შეთანხმებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ სრული CV და ორი რეკომენდატორის შესახებ ინფორმაცია ელფოსტაზე vacancy@iliauni.edu.ge 2024 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ინჟინერ-ზედამხედველი“
ყურადღება: გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
2024