ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

მატერიალური რესურსების სამსახურის სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მატერიალური რესურსების სამსახურის სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტის დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შესასყიდი ან/და უნივერსიტეტის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის შეფასება,  დეფექტური აქტისა და  შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადება, მათ შორის რესურსული მეთოდისა და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის გამოყენებით. საჭიროებიდან გამომდინარე საბაზრო ფასების დადგენა/კვლევა;
  • არქიტექტურულ-საინჟინრო პროგრამებში, კერძოდ ArchiCAD და AutoCAD-ში მუშაობა, პროექტების დამუშავება და მომზადება;
  • უნივერსიტეტის მიერ სამუშაოების შესასყიდად შექმნილი სატენდერო კომისიის აპარატის საქმიანობაში მონაწილეობა, ტექნიკური დავალების შემუშავების პროცესში ჩართულობა და კონტრიბუცია სამსახურის თანამშრომლებთან ერთად;
  • სამუშაოების მოცულობათა, ხარისხის, გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების პროექტით დადგენილ სტანდარტებთან, პროექტის ტექნიკურ და მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • უნივერსიტეტის მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოების  წინასწარ შეთანხმებული ხარისხისა და შესრულების მოცულობის კონტროლი;
  • უნივერსიტეტის მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოების   შესრულებისათვის დასაქირავებელი პირების შერჩევაში მონაწილეობა, კონტროლი, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა და მათი შრომის ანაზღაურების მიზნით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა;
  • გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების  შემდეგ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ფარული სამუშაოებისა და სათანადო ეტაპის დასრულების აქტი;
  • სამშენებლო-სარემონტო პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
  • დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი და გახარჯული მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება;
  • დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოების წესის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ArchiCAD და AutoCAD პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო რეგულაციებისა და საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
  • ჩატარებულ სამუშაოებთან გამოსაყენებელი მასალების შესაბამისობის პროფესიული ცოდნა;
  • სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული წესებისა და ნორმების ცოდნა;
  • ხარჯთაღრიცხვის მომზადების ცოდნა რესურსული მეთოდით;
  • სახანძრო უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების, რეგულაციებისა და ნორმების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/ინჟინერიის მიმართულებით ან/და  მსგავსი სამუშაო აღწერილობის/სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა(Word, Excel, Power Point, google სერვისები).

ქცევითი კომპეტენციები

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქN3/5;
  • სამუშაო გრაფიკი და სახელფასო ანაზღაურება შეთანხმებით.  

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ სრული CV  და ორი რეკომენდატორის შესახებ ინფორმაცია ელ.ფოსტაზე  vacancy@iliauni.edu.ge  2024 წლის  22 სექტემბრის  ჩათვლით. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტი

ყურადღება: გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.

2024

 

 

ბანერები