ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის HR სპეციალისტის ვაკანსია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება eDocument-ის პროგრამაში,  ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა და მართვა (ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებების, ცვლილებების მომზადება);
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციების გაწერა, პერიოდული განახლება; 
  • ვადების დაცვით შემოსავლების სამსახურის დაქირავებულ პირთა რეესტრის ბაზის, შიდა საუნივერსიტეტო ბაზების, HR-ის ელექტრონული პროგრამის წარმოება, პერსონალის მონაცემების შეყვანა და გაზიარება უფლებამოსილი პირებისათვის;
  • HR-ის ელექტრონული პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა; 
  • დასაქმების შესახებ ცნობების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურის, ფაკულტეტის თანამშრომლების კონსულტაცია HR  პროცესებთან დაკავშირებით.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამართლის, მენეჯმენტის, სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, სათანადო ცოდნა;
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • ადამიანური რესურსების მართვის პრინციპებისა და ძირითადი დებულებების ცოდნა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირების მახასიათებლების ცოდნა;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ძირითადი დებულების ცოდნა;
  • სასურველია პროფესიულ ელექტრონულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ქცევითი კომპეტენციები

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი;
  • განვითარებასა და სიახლეებზე ორიენტაციის უნარი;
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევით ჩათვლით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (სამუშაო გამოცდილების მითითების გრაფაში ფუნქცია-მოვალეობების აღწერით) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2024 წლის 25 სექტემბრის  ჩათვლით (გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება – HR-სპეციალისტი.

გთხოვთ, სამსახურებრივ ფოსტაში მიუთითოთ ასევე თქვენი სასურველი მინიმალური სახელფასო ზღვრის ოდენობა.

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება(IQ-ტესტი), შემდგომ გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატის დასაქმდება სრული გამოსაცდელი ვადით.  

2024

ბანერები