ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სტაჟირების ვაკანსია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირების ვაკანსიას სეისმური მონიტორინგის ცენტრში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეისმური სადგურების მონიტორინგი;
  • აპარატურის გამართვა;
  • საველე გასვლები საქართველოს ტერიტორიაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები).
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.
  • პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • პუნქტუალობა;
  • ველზე მუშაობის სურვილი.

სამუშაო პირობები:

  • სტაჟირების ხანგრძლივობა 2 თვე;
  • ანაზღაურება: 400 ლარი თვეში.

გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე 3 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ies@iliauni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟირება სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში“.

პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2025

ბანერები