ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების კოორდინაციის სამსახურის კონკურსი პროგრამის „ჰორიზონტი ევროპის“ კოორდინატორის პოზიციაზე

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების კოორდინაციის სამსახური აცხადებს კონკურსს პროგრამის „ჰორიზონტი ევროპის“ კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, უნივერსიტეტის მკვლევრებისთვის საინტერესო კონკურსებისა და სხვა აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საგრანტო კონკურსების პროექტების მომზადებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება, კონსულტაციების გაწევა პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში პარტნიორების მოძიებისა და სხვა ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით და წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში დახმარება;
  • ეროვნულ ოფისთან „ჰორიზონტი ევროპა“ და ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელთან თანამშრომლობა და მათთან ერთად უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგების მომზადება და გამართვა;
  • საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს/სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებაში მონაწილეობა.

საკონკურსო მოთხოვნები

  • განათლება – დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან სადოქტორო საფეხურის სტუდენტი;
  • სამუშაო გამოცდილება – სავალდებულო არ არის;
  • არ უნდა იკავებდეს სხვა ადმინისტრაციულ ან დამხმარე პოზიციას;
  • უცხო ენების ცოდნა – სავალდებულოა ინგლისურის ენის ცოდნა (B1 და ზემოთ);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint;
  • სასურველია კანდიდატს მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სამეცნიერო საგრანტო პროექტების კონკურსებში.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • ამოცანების დასახვისა და გადაჭრის გზების შემუშავების უნარი;
  • ტრენინგებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ 2022 წლის 2-დან 6 თებერვლის ჩათვლით ქვემოთ მითითებული დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე research.office@iliauni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

  • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • ქართულ ენაზე შედგენილი CV;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა სადოქტორო საფეხურზე სწავლის შესახებ;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა;
  • პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კანდიდატის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: პირველადი შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით, მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება დისტანციურად.

გასაუბრების თარიღია 2022 წლის 9 თებერვალი (გასაუბრების დრო და დეტალები წინასწარ ეცნობა შერჩეულ კანდიდატს(ებს).

კონკურსის ვადა: 2022 წლის 2-დან 10 თებერვლამდე

2022 წელი

ბანერები