ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა eDocument-ით ფაკულტეტზე შემოსული კორესპონდენციის დახარისხება, განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;
  • ფაკულტეტის საბჭოს სხდომების ორგანიზება და ოქმების მომზადება;
  • ფაკულტეტზე სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე შიდა მობილობის პროცესის კოორდინირება და სამართლებრივი აქტისთვის დოკუმენტების მომზადება;
  • აკადემიური შვებულების, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და პირადი მონაცემების ცვლილების განცხადებების განხილვა და იურიდიული სამსახურისთვის წარდგენა;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთათვის კონსულტაციების გაწევა, განცხადებების განხილვა და რეკომენდაციის გასაცემად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის (მოწვეული მასწავლებლები) ხელშეკრულებების გაფორმება/გაგრძელებასთან დაკავშირებით წარდგინებების მომზადება;
  • ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში საათობრივი ანაზღაურების წესის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების პროცესში ფაკულტეტის დეკანის ასისტირება;
  • ფაკულტეტზე მოწვეული მასწავლებლების ყოველთვიური დატვირთვების მონაცემების მომზადება და უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის გაგზავნა;
  • საბაკალავრო ნაშრომების მომზადება/ჩაბარებასთან დაკავშირებით ვადებისა და პროცედურების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება, მათ შორის ნაშრომების შემფასებელი კომისიის წევრების დამტკიცების მიზნით ბრძანებების მომზადება;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე სააპელაციო პროცედურების ორგანიზება, გარდა სამაგისტრო ნაშრომებთან დაკავშირებული სააპელაციო პროცედურებისა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით მონაწილეობს ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი 0162, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5

ფაკულტეტი: ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

საათები: სრული განაკვეთი (ორშაბათი – პარასკევი);

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 8 მარტის ჩათვლით გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – დეკანის თანაშემწე ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე;

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

2022 წელი

 

ბანერები