განვითარების სამსახურის ფინანსური ასისტენტის ვაკანსია
ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს განვითარების სამსახურის ფინანსური ასისტენტის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ძირითადი საგრანტო ხელშეკრულების ფინანსური ნაწილისა და ქვეგრანტიორებსა და კონსორციუმის წევრებთან გაფორმებულ ხელშეკრულებათა ფინანსური ნაწილის მოკლე შინაარსის მომზადება ქართულ ენაზე;
- ქვეგრანტიორებსა და კონსორციუმის წევრებთან გაფორმებულ ხელშეკრულებათა ფინანსური ნაწილის შესახებ მოკლე შინაარსის მომზადება ქართულ ენაზე;
- საგრანტო ხელშეკრულების პირობების შეფასება საგრანტო პროექტის ხელმძღვანელთან უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურებთან შეთანხმებით;
- საგრანტო ხელშეკრულების პირობით გათვალისწინებული პერიოდული ფინანსური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა და დონორთან კომუნიკაცია;
- ქვეგრანტიორებისა და კონსორციუმის წევრების მიერ წარმოდგენილი ფინანსური რეპორტების კონტროლსა და კონსოლიდაციაში მონაწილეობა;
- გრანტების შესახებ რეესტრის მომზადება საერთო ექსელის ფაილში;
- ყველა საგრანტო პროექტის (გარდა რუსთაველის ფონდისა) ფინანსური ანგარიშების, დონორსა და ქვეგრანტიორთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების მოგროვება და ინფორმაციის ასახვა საერთო რეესტრში;
- პროექტის ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია. ფინანსური ანგარიშის წარდგენის შესახებ შეხსენება და დონორთან გადაგზავნილი ინფორმაციის გამოთხოვა;
- უნივერსიტეტის წლიური ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად ყოველთვიურად გრანტის შემოსავლად აღიარების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტის მომზადება და ბუღალტრულ ელპროგრამაში გატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმ B2 დონე ((ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატისა (განახლებული ბოლო 2 წელიწადში) ან სხვა დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინეთ ასლი). საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება ტესტირება ინგლისურ ენაში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint), Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- უმაღლეს განათლებასა და საერთაშორისო გრანტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
- ბაკალავრის ხარისხი ან საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი წლის სტუდენტი (ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსების მართვა, მათემატიკა, ან დაკავშირებული სფეროები);
- ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ და ქართულ ენაზე.
ქცევითი კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინტერკულტურულ გარემოში კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- სიახლეებისადმი ღიაობის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N 3/5;
- სამუშაო გრაფიკი – სრული (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო დღეები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება განისაზღვრება არსებული კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილებისა და გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გადალახვის შესაბამისად;
- უნივერსიტეტი გთავაზობთ თავისუფალ, მრავალფეროვან და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
კონკურსი წარიმართება შემდეგ ეტაპებად:
- წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა;
- ტესტირება ექსელში;
- ტესტირება ინგლისურში (სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში);
- გასაუბრება.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები, სერტიფიკატები ან ცნობა სწავლის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, მასში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, როგორ უპასუხებს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობას);
- აუცილებელია მინიმუმ ორი რეკომენდატორის მონაცემების მითითება.
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2023 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ფინანსური ასისტენტი“
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2023