ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის IT სპეციალისტის სტაჟიორის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას IT დეპარტამენტში. სტაჟირება არის ნახევარ განაკვეთზე, განსაზღვრული 3-თვიანი ანაზღაურებადი პერიოდისთვის და მიზნად ისახავს ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანების მონაწილეობას ინსტიტუტის ტექნიკურ პროექტებში.

ვაკანსია განკუთვნილია პროგრამირებით დაინტერესებულებისა და სამუშაო გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების მსურველთათვის.

ძირითადი მოვალეობები

  • Python-ით მცირე სკრიპტებისა და პროგრამების შექმნა/გაუმჯობესება;
  • შიდა ტექნიკური სისტემების მხარდაჭერა;
  • არსებული კოდის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საბაზისო ცოდნა Python პროგრამირებაში;
  • Linux სისტემების (Ubuntu) საბაზისო ცოდნა;
  • ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი.

საჭირო პიროვნული უნარები

  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.

ადგილმდებარეობა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი (მისამართი: შ. ნუცუბიძის ქ. N77)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სტაჟირების ვადა 3 თვეა, არის ანაზღაურებადი, ხოლო შერჩეულ კანდიდატთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი არაუგვიანეს 2025 წლის 27 მაისისა ელექტრონულ მისამართზე: ies.info@iliauni.edu.ge

წერილის სათაურში მიუთითეთ: „IT სპეციალისტი სტაჟირება“

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან ელფოსტაზე. შერჩევის მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია გასაუბრება.

აპლიკაციის გაგზავნით აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2025

ბანერები