დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტისა და ინჟინერ-ზედამხედველის ვაკანსიები მატერიალური რესურსების სამსახურის სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტში
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ორ ვაკანსიას მატერიალური რესურსების სამსახურის სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტში დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტისა და ინჟინერ-ზედამხედველის პოზიციებზე
დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შესასყიდი ან/და უნივერსიტეტის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის შეფასება, დეფექტური აქტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადება, მათ შორის რესურსული მეთოდისა და სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის გამოყენებით. საჭიროებიდან გამომდინარე საბაზრო ფასების დადგენა/კვლევა;
- არქიტექტურულ-საინჟინრო პროგრამებში, კერძოდ ArchiCAD და AutoCAD-ში მუშაობა, პროექტების დამუშავება და მომზადება;
- უნივერსიტეტის მიერ სამუშაოების შესყიდვის მიზნით შექმნილ სატენდერო კომისიის აპარატის საქმიანობაში მონაწილეობა, ტექნიკური დავალების შემუშავების პროცესში ჩართულობა და კონტრიბუცია სამსახურის თანამშრომლებთან ერთად;
- სამუშაოების მოცულობების, ხარისხის, გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების პროექტით დადგენილ სტანდარტებთან, პროექტის ტექნიკურ და მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
- უნივერსიტეტის მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოების წინასწარშეთანხმებული ხარისხისა და შესრულების მოცულობის კონტროლი;
- უნივერსიტეტის მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოების შესრულებისათვის დასაქირავებელი პირების შერჩევაში მონაწილეობა, კონტროლი, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა და მათი შრომის ანაზღაურების მიზნით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა;
- გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ფარული სამუშაოების და სათანადო ეტაპის დასრულების აქტი;
- სამშენებლო-სარემონტო პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესში ჩართულობა;
- დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი და გახარჯული მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება;
- დაკისრებული მოვალეობების შესრულება უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოების წესის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ArchiCAD და AutoCAD პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო რეგულაციებისა და საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
- ჩატარებულ სამუშაოებთან გამოსაყენებელი მასალების შესაბამისობის პროფესიული ცოდნა;
- სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული წესებისა და ნორმების ცოდნა;
- ხარჯთაღრიცხვის მომზადების ცოდნა რესურსული მეთოდით;
- სახანძრო უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების, რეგულაციებისა და ნორმების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება სამშენებლო/ინჟინერიის მიმართულებით ან/და მსგავსი სამუშაო აღწერილობის/სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა(Word, Excel, Power Point, google სერვისები);
ქცევითი კომპეტენციები
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩოლოყაშვილის 3/5;
- სამუშაო გრაფიკი – სრული (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო დღეები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სახელფასო ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით 2000(ორიათასი) ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად და ზრდის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ სრული CV და ორი რეკომენდატორის შესახებ ინფორმაცია ელ.ფოსტაზე vacancy@iliauni.edu.ge 2024 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „დაგეგმვისა და პროექტირების მთავარი სპეციალისტი“
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისთვის!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
ინჟინერ-ზედამხედველის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო ნორმებისა და წესების, ტექნიკური პირობების და მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის დაცვის კონტროლი;
- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული არსებითი ხარვეზების თაობაზე ანგარიშის წარდგენა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული მასალებისა და მოწყობილობების შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლილების მიზანშეწონილობის შესწავლა.
- ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
- შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის, ხარისხის, გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების პროექტის დადგენილ სტანდარტებთან, პროექტის ტექნიკურ და მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
- სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი წუნის შემთხვევაში აქტის შედგენა და შემსრულებლისგან კონკრეტულ ვადაში წუნის აღმოფხვრის მოთხოვნა;
- შესყიდული სამუშაოებისათვის მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მოყვანილი სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულებების შედარება ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან;
- სამუშაოების წარმოების სახელშეკრულებო და ძირითადი გეგმაგრაფიკით გათვალისწინებული ვადების კონტროლი;
- კონტროლი უხარისხო და სერტიფიკატის არმქონე მასალებისა და მოწყობილობების გამოყენებისაგან თავის არიდების მიზნით;
- ძირითადი სამშენებლო ჟურნალების კონტროლი - სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის სამუშაოთა ჟურნალი, უსაფრთხოების ჟურნალი, ლითონის სამუშაოების ჟურნალი, საშემდუღებლო ჟურნალი და სხვა საჭირო ჟურნალების წარმოებაზე კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო რეგულაციებისა და საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
- ჩატარებულ სამუშაოებთან გამოსაყენებელი მასალების შესაბამისობის პროფესიული ცოდნა;
- სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული წესებისა და ნორმების ცოდნა;
- ხარჯთაღრიცხვის მომზადების ცოდნა რესურსული მეთოდით;
- სახანძრო უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების, რეგულაციებისა და ნორმების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება სამშენებლო/ინჟინერიის მიმართულებით ან/და მსგავსი სამუშაო აღწერილობის/სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა(Word, Excel, Power Point, google სერვისები);
ქცევითი კომპეტენციები
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩოლოყაშვილის 3/5;
- სამუშაო გრაფიკი – სრული (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო დღეები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სახელფასო ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით 1500(ათას ხუთასი) ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად და ზრდის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ სრული CV და ორი რეკომენდატორის შესახებ ინფორმაცია ელ.ფოსტაზე vacancy@iliauni.edu.ge 2024 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ინჟინერ-ზედამხედველი“

2024