ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ცხადდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევაში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 3-დან 17 იანვრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, სამუშაო დღეებში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3-5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია).

დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სახელზე. 

კომპეტენციებთან დაკავშირებული მოთხოვნები:

კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი საკითხების ცოდნა:

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები;
  • ფინანსები, აღრიცხვა და ანგარიშგება;
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული რეგულაციები. 

 კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი უნარები:

  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის ამოცანაზე მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • განსხვავებული გამოცდილებისა და შეხედულებების ადამიანებთან პოზიტიური კომუნიკაციის დამყარების უნარი. 

კვალიფიკაციასა და გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 3-წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო საფინანსო-საკონსულტაციო ორგანიზაციებში მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიანი გამოცდილება;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ევროპის ან ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების ხარისხით;
  • კანდიდატს დასრულებული უნდა ჰქონდეს ACCA-ს ან მისი შესატყვისი საერთაშორისო პროგრამის, სულ მცირე, პირველი ეტაპი (Fundamentals Level);
  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედობაუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • კანდიდატმა, რომელსაც ეკავა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორი) თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
  • მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3X4);
  • მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ, ავტობიოგრაფია/CV;
  • კანდიდატი ვალდებულია, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა.

აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს საბუთების მიღების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და არა უგვიანეს 22 იანვრის ჩათვლით წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს შერჩეულ კანდიდატურას. წარმომადგენლობითი საბჭო არა უგვიანეს 2020 წლის 30 იანვრისა დაამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას. 

აკადემიური საბჭო 

 

ბანერები