ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის პროგრამების კოორდინატორის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის,  განათლების სკოლის პროგრამების კოორდინატორის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები

  • მასწავლებლის მომზადების პროგრამების ცხრილების დაგეგმვა (ინტეგრირებული, საბაკალავრო და მაინორ პროგრამები);
  • აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვების განსაზღვრა, შესაბამისი ბაზის მომზადებაში ჩართულობა;
  • დამოუკიდებლად არსებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დიპლომების დანართების მომზადება;
  • სტუდენტებისთვის სკოლებში პრაქტიკის მიმართვების მომზადება და გაგზავნა;
  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსების/ცხრილების შესახებ კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში მათი კურსებზე რეგისტრირება;
  • სკოლის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა (სამაგისტრო ნაშრომების შუალედური განხილვები და დაცვები, პროგრამების აკრედიტაციის პროცესი და სხვა)
  • სემესტრის დამატების, სტატუსის აღდგენისა და გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისათვის სასწავლო ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება ექსპერტისათვის და შესაბამისი განცხადებების ადმინისტრირება;
  • შემოსული განცხადებების კორესპონდენცია.
  • საჭიროების შემთხვევაში, განათლების სკოლის სასერტიფიკატო და სამაგისტრო პროგრამის მიღებებში ჩართულობა.
  • საჭიროების შემთხვევაში, განათლების სკოლის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით სკოლაში მიმდინარე სხვა პროცესებში მონაწილეობა;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი განათლების ან მომიჯნავე  პროგრამების მიმართულებით;
  • ინგლისური ენა (მინ. B2 დონე);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

ქცევითი კომპეტენციები:

  • ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • სიახლეებისადმი ღიაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N 3/5

სამუშაო გრაფიკი – სრული (კვირაში 40 საათი)

სამუშაო დღეები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს: 

  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები, სერტიფიკატები ან ცნობა სწავლის შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, მასში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, როგორ უპასუხებს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობას);
  • აუცილებელია მინიმუმ ორი რეკომენდატორის მონაცემების მითითება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ საბუთები ელ.ფოსტაზე  vacancy@iliauni.edu.ge 2023 წლის 10 დეკემბრის  ჩათვლით. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „განათლების სკოლის პროგრამების კოორდინატორი“.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

2023

 

ბანერები