ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსია
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წერილის პროექტის მომზადება;
- ბიუჯეტის ფორმირების, კონტროლისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობა;
- ელექტრონული რეესტრებისთვის წარმოება, მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
- კომუნიკაცია, როგორც ვერბალური, ასევე ოფიციალური დოკუმენტბრუნვისა, და მეილზე მიმოწერის გზით ფაკულტეტებთან, დონორებთან, უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
- ბრძანების პროექტის მომზადება;
- უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემებში (eDoc, ERP და ა. შ.) მუშაობა;
- კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან სხვა მონათესავე სფეროში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) სავალდებულოა;
- ბიუჯეტირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- სამართლებრივ დოკუმენტებსა და ოფიციალურ კორესპონდენციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
ქცევითი კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სიახლეების მიმღებლობისა და გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, წერილობითი) როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი;
- განვითარებასა და სიახლეებზე ორიენტაციის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი. ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევით ჩათვლით.
- ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად და ზრდის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 30 სექტემბრის ჩათვლით გამოგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge (“subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება – ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის სამსახურში მთავარი სპეციალისტი).
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება(ექსელში და ინგლისურში) და შემდგომ გასაუბრება.
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი დასაქმდება სრული გამოსაცდელი ვადით.
2024