ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებლის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებლის ვაკანსიას (ბაკალავრიატის საფეხური).

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • შეასრულოს სილაბუსით განსაზღვრული ყველა აქტივობა და ვალდებულება;
  • სტუდენტებს გაუწიოს კონსულტაციები აკადემიური პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობა მიიღოს სასწავლო კურსის დაგეგმვასა და სილაბუსის განვითარებაში;
  • სასწავლო პროცესში გამოიყენოს უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმები: არგუსი და eLearning;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო ან/და გასაჩივრებული ნაშრომის შეფასებაში;
  • იზრუნოს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე: მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტისა და აკადემიური წერის ცენტრის მიერ შეთავაზებულ საკვალიფიკაციო აქტივობებში.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

  • მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში;
  • თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა და მათი გამოყენების უნარი (ინტერაქცია, ამობრუნებული საკლასო ოთახის მოდელი, აქტიური სწავლება);  
  • შეფასებისა და უკუკავშირის პრინციპების ცოდნა;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე მეტყველებისა და წერის მაღალი კულტურა;  
  • ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის B2 დონის კომპეტენცია;
  • სალექციო პროცესის დაგეგმვის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) გამოყენების უნარი;
  • უპირატესობად ჩაითვლება მსგავს ან მონათესავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს:

  • შესაბამისი პროფესიული/ პედაგოგიური გამოცდილება აკადემიურ სფეროში;
  • გავლილი აკადემიური წერის გადამზადების სულ მცირე ერთი კურსი;
  • გავლილი მასწავლებლის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სულ მცირე ერთი კურსი.

ქცევითი კომპეტენციები:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კონსტრუქციული უკუკავშირის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიახლესა და განვითარებაზე ორიენტაცია;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი –  თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სტრუქტურული ერთეული – ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური წერის ცენტრი;
  • სამუშაო დატვირთვა – საათობრივი,  სემესტრში სულ მცირე  34 საკონტაქტო საათი, მოქნილი სამუშაო გრაფიკით 09:00-21:00 პერიოდში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. საკონტაქტო საათების მიღმა მასწავლებელი მუშაობს სტუდენტთა ნაწერებზე, აფასებს და უკუკავშირს აძლევს მათ.

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს: 

  • რეზიუმე (CV), რომელშიც მითითებული იქნება რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია,  დაადასტურებს კანდიდატის სწავლების უნარსა და/ან აკადემიური წერის გამოცდილებას;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები;
  • სამოტივაციო წერილი.

პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი საბუთები 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებელი.

კანდიდატთა შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:

ეტაპი 1 – კანდიდატი შეირჩევა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. (იხილეთ დანართი #1) 

ეტაპი 2 – შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე. ამ ეტაპის ერთ-ერთი კომპონენტია გაკვეთილის სიმულაცია

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მათ გაეგზავნებათ გზამკვლევი მეორე ეტაპისთვის საჭირო ინფორმაციით.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 2023 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები