ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

კონკურსები

2017 წლის 4 აგვისტოს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N8-ის გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე 2017 წლის 7 აგვისტოდან.

კანდიდატმა ქვემოთ მოცემული საბუთები უნდა წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განვითარებისა და ადმინისტრირების კონცეფცია;
  • ავტობიოგრაფია.

კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 8 სექტემბრის 10:00 საათიდან და გაგრძელდება 2017 წლის 15 სექტემბრის 18.00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) უნივერსიტეტის კანცელარიაში (თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 22 სექტემბერს.

ბანერები