ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი აკადემიური წერის ცენტრისთვის აცხადებს ვაკანსიას აკადემიური წერის მასწავლებელის (ბაკალავრიატის საფეხური) პოზიციაზე

კონკურსები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სავალდებულო კომპეტენციები:

  • თანამედროვე, ინტერაქციული სწავლების მეთოდების ცოდნა და მათი გამოყენების უნარი;
  • აკადემიური წერის სწავლების, სულ მცირე, ერთწლიანი გამოცდილება უმაღლესი
  • განათლების სექტორში;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სოციალურ და ჰუმანიტარულ
  • მეცნიერებებში და განათლების სფეროში;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ეფექტურად
  • გამოყენების უნარი.

სასურველია კანდიდატს ქონდეს:

  • გავლილი აკადემიური წერის გადამზადების სულ მცირე ერთი კურსი;
  • გავლილი მასწავლებლის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სულ მცირე ერთი კურსი;
  • ქართულ ენაზე მეტყველებისა და წერის მაღალი კულტურა;
  • ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის B2 დონის კომპეტენცია.

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • თვითრეფლექსიისა და ანალიზის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის (მოსმენისა და ინფორმაციის გადაცემის) უნარი.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს რეზიუმე (CV), სადაც მითითებული იქნება ორი
რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც დაადასტურებენ კანდიდატის
სწავლების უნარს; ორი სარეკომენდაციო წერილი და სამოტივაციო წერილი.
რეზიუმეს (CV), სარეკომენდაციო წერილების და სამოტივაციო წერილის განხილვის
საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს გაეგზავნება წერილი, სადაც მითითებული იქნება
გასაუბრების თარიღი და გასაუბრებაზე მოსატანი საბუთების ჩამონათვალი. გასაუბრების დროს, კანდიდატს მოუწევს რომელიმე აკადემიურ წერასთან დაკავშირებულ საკითხზე მინი-გაკვეთილის ჩატარება (სიმულაცია).

პირობები:

სამუშაოს განაკვეთი: სემესტრული დატვირთვა 2-3 ჯგუფი, სემესტრში 30 საკონტაქტო საათი, 09:00 საათსა და 19:00 საათს შორის, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. საკონტაქტო საათების მიღმა, მასწავლებელი მუშაობს სტუდენტების ნაწერებზე, აფასებს და უკუკავშირს აძლევს მათ.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10

საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს 2015 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV), ორი სარეკომენდაციო წერილი და სამოტივაციო წერილი ელექტრონული ფორმით. საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 
გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აკადემიური წერის მასწავლებლის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები

ბანერები