ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე

ვაკანსიები აკადემიურ თანამდებობებზე

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების
შესაბამისად, გამოცხადდეს კონკურსი 2021 წლის  24 დეკემბრიდან   ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის თანამდებობაზე.

რექტორის  თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი, ერთი ფოტოსურათი ¾,  CV, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. 

რექტორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტების ხელმძღვანელობის გამოცდილება.

კანდიდატების რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება დაიწყოს 2022  წლის 25 იანვრიდან, საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2021  წლის 8 თებრვლის 18:00 საათი (უნივერსიტეტის კანცელარიაში:ჩოლოყაშვილის გამზირი 3-5 10:00 საათიდან 18:00 საათამდე), არჩევნები ჩატარდეს 2021  წლის 15  მარტამდე.


აკადემიური საბჭო

ბანერები