უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა 2024-2025 – განაცხადების მიღება
ახალი ამბები
2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე (ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პროგრამით შეუძლია მოიპოვოს დაფინანსება, თუ ის 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2024 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი).
დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2024 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
განცხადებას უნდა დაერთოს:
- ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაცემული ცნობა, რომ „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი.
დამატებითი დეტალები იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 5 სექტემბრის №145/ნ ბრძანებაში „2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
2024 წელი