ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

სტიპენდიები ტარტუს უნივერსიტეტში

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სტუდენტებს საშუალებას აძლევს,  მოიპოვონ სტიპენდია ტარტუს უნივერსიტეტის ინგლისურენოვან სამაგისტრო  პროგრამებზე. შემოთავაზებული ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ვებგვერდზე

სტიპენდიის ოდენობა გამარჯვებული სტუდენტისათვის შეადგენს ყოველთვიურად 400 ევროს  და, აუცილებლობის შემთხვევაში, სწავლის საფასურს ორი წლის განმავლობაში.

თითოეულ სასწავლო პროგრამაზე ჩასაბარებლად საჭიროა, დააკმაყოფილოთ გარკვეული მოთხოვნები, თუმცა ზოგადად აპლიკაციის პროცესი ასეთია:

  • ელექტრონული აპლიკაცია (სასწავლო პროგრამის მიხედვით)
  • ამობეჭდილი და ხელმოწერილი აპლიკაცია ყველა დამატებით საბუთთან ერთად უნდა გაიგზავნოს ფოსტით ტარტუში 16 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: International Student Service, University of Tartu, Ülikooli 18, Tartu 50090, ESTONIA.
  • აუცილებელია, წარმოადგინოთ ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL 75, IELTS 5.5, სხვ.)

თუ გსურთ ტარტუს უნივერსიტეტში მაგისტრატურის გავლა და მიიჩნევთ, რომ ხართ ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატი სტიპენდიის მისაღებად, არ გამოტოვოთ ეს შანსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტებსაც.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 16 აპრილი.

ბანერები