ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიებზე განაცხადების მიღება დაიწყო

კონკურსები

ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესისა და თემის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაწესებულია აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 80-ს);
  • მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში;
  • გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი;
  • არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

სტიპენდია, რომელიც განისაზღვრება თვეში 200 ლარით როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, მიეცემათ დანიშვნის დღიდან 1 სასწავლო წლის (10 თვის) განმავლობაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე ელფოსტაზე bte@iliauni.edu.ge გამოგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. რეზიუმე;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. ლექტორის რეკომენდაცია;
  4. ნიშნების ფურცელი;
  5. სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  6. სიგელები, სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  7. ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ.

წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ: აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია.

იხილეთ ინფორმაცია ბმულზე.

 2022 წელი

ბანერები