ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

კოტლინის კურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Google დეველოპერების კლუბი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო ანდროიდის 5-კვირიან პროგრამულ ონლაინკურსს.

ყველა სასწავლო მასალა მოწოდებულია Google-გან.

პირველი სესია გაიმართება 2020 წლის 12 დეკემბერს, 14:00 საათზე.

ვისთვის არის ეს სასწავლო კურსი?

კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

შენიშვნა: კურსს არ აქვს წინაპირობა და მასში მონაწილეობა გამოცდილების არმქონე სტუდენტებსაც შეუძლიათ.

რატომ უნდა ვისწავლო ანდროიდი?

ანდროიდის პროგრამირება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა, რაც ზრდის დასაქმების შესაძლებლობასაც. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ მარტივი ანდროიდაპლიკაციის შექმნას.

როგორი იქნება სასწავლო მიმართულება?

სტუდენტები შეისწავლიან ანდროიდს Kotlin-ის გამოყენებით, რომელიც 100%-იან კონკურენციას უწევს Java პროგრამულ ენას.

ვრცლად სასწავლო კურსის შესახებ:

  • კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება Google-ის მიერ ოფიციალურად მოწოდებული 5 განსხვავებული რესურსი;
  •  ეს იქნება სასწავლო ინტერაქციული კურსი, რომლის მონაწილეები მასალებს მიიღებენ და განაგრძობენ ინდივიდუალურად მუშაობას. მუშაობის პროცესი სუპერვაიზორის მეთვალყურეობით მიმდინარეობს, რაც ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეხვედრები გაიმართება Zoom-ის ონლაინპლატფორმაზე.

რეგისტრაცია
კურსზე რეგისტრაციის მსურველებს შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე: https://forms.gle/MkMbVjSz3g9tz3Mr8

რეგისტრაციის ვადა: 11 დეკემბერი, 18:00 საათი

როგორ გახდეს მასალები ხელმისაწვდომი?
დარეგისტრირების შემდეგ მონაწილეები ყოველკვირეულად მიიღებენ მასალას და ექნებათ წვდომა Google-ის დეველოპერების პლატფორმასთან.

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 12 დეკემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: Zoom-ის ონლაინ პლატფორმა

2020 წელი

ბანერები