ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრი

სემინარები

2021 წლის 23 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება სემინარი „ხელოვნება და რიტუალი“. ხელოვნების ქმნილებები რელიგიურ პრაქტიკაში სხვადასხვა სახითა და ფორმით არის ინტეგრირებული. ეკლესიების მონუმენტური მხატვრობა, ხატები, ლიტურგიკული ნივთები და ნაქარგობა ათვალსაჩინოებს რიტუალის რაობასა და დოგმატურ-სიმბოლურ საზრისს. სემინარზე წარმოდგენილ მოხსენებებში განხილული იქნება შუა საუკუნეების ხელოვნებისა და რიტუალის ურთიერთმიმართებათა სხვადასხვა რაკურსი.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ფორმატში.

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის ხელმძღვანელ ნინო ჭიჭინაძეს ელმისამართზე: nino_chichinadze@iliauni.edu.ge, რომ გამოგიგზავნოთ ზუმის შეხვედრის ბმული. ბმული გამოგეგზავნებათ სემინარის დღეს.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები