ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ტრენინგი „ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში“

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 2-კრედიტიანი (21 საკონტაქტო საათი) პროგრამის „ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში“ ფარგლებში, იწყებს ტრენინგს.

ტრენინგი განკუთვნილია:

  • ქცევითი თერაპევტებისთვის
  • ადრეული ინტერვენციის სპეციალისტებისთვის
  • ენისა და მეტყველების განვითარების სპეციალისტებისთვის

ტრენინგის მონაწილეები:

  • გაეცნობიან ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტ VB-MAPP-ს (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program);
  • ისწავლიან ამ ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
  • შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავებას.

ტრენერები:

  • მარიამ გოჩაშვილი - სოციალური მეცნიერებები, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა "ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე
  • გულიკო მერებაშვილი - ფსიქოლოგი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა "ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე

ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 სთ.

ტრენინგი გაიმართება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ტრენინგის დაწყების დრო: 15.04.2024

ტრენინგის ღირებულება: 200 ლარი

ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

ადგილები შეზღუდულია.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე https://forms.gle/USzT1iDT6Ripjog77

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 აპრილი

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91

2024

ბანერები