ტრენინგი „საპროექტო წინადადების მომზადება“
ახალი ამბები
2, 3 დეკემბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე, უნილაბში ილიაუნის აკადემიური პერსონალისთვის და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება ტრენინგი „საპროექტო წინადადების მომზადება“.
ტრენინგის ხანგრძლივობა − 5 საათი, 1 დღე.
ტრენინგი წარიმართება სამი მთავარი მიმართულებით:
პირველი შეეხება საპროექტო წინადადებების წარდგენის ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს როგორც საერთაშორისო (Horizon Europe, ERASMUS+, USAID და სხვ.), ისე ადგილობრივი კონკურსებისთვის (შოთა რუსთაველის ფონდი და შიდა ინსტიტუციური გრანტები).
მეორე ნაწილი მიეძღვნება პროექტის შინაარსობრივ მხარეს, მონაწილეები გაეცნობიან საპროექტო წინადადების სტრუქტურას, ლოგიკურ ჩარჩოს, მიზნისა და სტრატეგიული მიზნების, შუალედური შედეგებისა და აქტივობების ფორმულირების ტექნიკას, მართვისა და განხორციელების გეგმების თავისებურებებს; შეიძენენ ცოდნას პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შესახებ და გაეცნობიან დონორთან წარსადგენი ანგარიშებს ტიპებს.
თითოეულ საკითხზე მონაწილენი შეასრულებენ დავალებას. ეტაპის ბოლოს მათ ექნებათ საგრანტო პროექტის მონახაზი.
მესამე ეტაპზე განხილული იქნება ბიუჯეტირების თემა და მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები.
ტრენერები: ანა ხუნდაძე, თეონა დიასამიძე, სალომე შედანია, ზარინა ბურკაძე
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/57B4nn5vKTxQpeLF9
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 2, 3 დეკემბერი, 10:00-15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორია (უნილაბი), ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
2024