


ტრენინგი „ადრეული განათლების კურიკულუმი - თამაში“
ახალი ამბები
ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგია და სასწავლო პროგრამები აინტერესებთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 2-კრედიტიან (36 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე „ადრეული განათლების კურიკულუმი − თამაში“.
კურსის მონაწილეები გაეცნობიან 2020 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კურიკულუმს, რომელიც 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის შეიქმნა.
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ კვირაში 4 დღე (სამშაბათი-პარასკევი).
ტრენერი – ხათუნა დოლიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის განვითარების ინსტუტიტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი
სწავლის დაწყების თარიღი: 10 თებერვალი, 2025
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე https://forms.gle/eLermdk2UhiC18Yp8
სწავლის საფასური: 300 ლარი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91
2025