ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

საზაფხულო სკოლა: „გერმანული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში“

კონკურსები

2017 წლის 5-12 სექტემბერს ბოლნისსა და თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ციტაუ-გორლიცის უნივერსიტეტის (გერმანია, კულტურის მართვის პროფ. მათიას ვოგტი) ინიციატივით გაიმართება საზაფხულო სკოლა „გერმანული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში“. მისი მხარდამჭერები არიან გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) და კონრად ადენაუერის ფონდი.

საზაფხულო სკოლა წარმოადგენს ჩვენი უნივერსიტეტის წვლილს გერმანია-საქართველოს წლისთვის.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვეძებთ 15 ქართველ სტუდენტს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, 15 გერმანელ სტუდენტთან ერთად შეიმუშაონ კულტურული მემკვიდრეობის მომავალი საპროექტო იდეები.

სტუდენტი  უნდა ფლობდეს გერმანულ (B1 დონე) და/ ან ინგლისურ ენას; უნდა ჰქონდეს  მონაწილეობის სურვილი მოსამზადებელ შეხვედრაში, რომელიც 24-28 ივლისს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. შესაბამისად, შეძლებს დამოუკიდებლად წაიკითხოს რელევანტური მოსამზადებელი ლიტერატურა საზაფხულო სკოლისთვის.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს გთხოვთ, ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები  გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oliver.reisner@iliauni.edu.ge

*   ტაბელური ავტობიოგრაფია CV გერმანულ (ან ინგლისურ) ენაზე;

*   მოტივაციის წერილი გერმანულ (ან ინგლისურ) ენაზე

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 7 ივლისი.

ბანერები