ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

რეგისტრაცია ტრენინგზე „სკოლამდელი ინკლუზიური განათლება“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3-კრედიტიან (45 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე „სკოლამდელი ინკლუზიური განათლება“. მიღება ცხადდება ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროთი დაინტერესებულთათვის.

პროგრამის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ინკლუზიური განათლების პრინციპები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის ეფექტური სტრატეგიები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

ლექციები ჩატარდება 2025 წლის 22 ივნისიდან.

სალექციო დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 18:00 საათი

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე: https://forms.gle/zjLDmnfSerzZ2Bba7

ტრენინგი ტარდება ონლაინ.

კურსის სწავლის საფასური: 290 ლარი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2025

ბანერები