ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ონლაინტრენინგი სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სკოლაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 1-კრედიტიან (15 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე „სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სკოლაში“.

პროგრამის მიზანია კერძო და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურის (დაწყებითი, საშუალო, საბაზო) მოქმედი მასწავლებლების ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესება, ასევე პროფესიული განვითარება მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების ხელშეწყობის შესახებ.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფები:

  • კერძო ან საჯარო სკოლების ნებისმიერი საგნის მასწავლებლები;
  • კერძო ან საჯარო სკოლების კლასის ხელმძღვანელები, ტუტორები;
  • პირები, რომლებსაც აქვთ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლის აქტიური სტატუსი;
  • მასწავლებლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის აქტიური სტატუსი.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე

  • შეიძენს ცოდნას სოციალური და ემოციური მიდგომების შესახებ;
  • შეძლებს მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების მნიშვნელობის დასაბუთებას;
  • შეძლებს სწავლა-სწავლების პროცესში მტკიცებულებებით დადასტურებული სტრატეგიებისა და სწავლების მიდგომების ინტეგრირებას.

ტრენერი

ლიკა ქურციკიძე, ფსიქოლოგი, განათლებისა და ბავშვთა ადრეული განვითარების სფეროს სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მენტორი, მკვლევარი

ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.

ტრენინგის დაწყების თარიღი: 3 თებერვალი, 2024

ღირებულება: 100 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29 იანვარი, 2024

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს https://forms.gle/G1AucMQv234nbqin7

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2025

ბანერები