ონლაინტრენინგი „შეფასების ინსტრუმენტი: ენისა და დასწავლის ბაზისური უნარების შეფასება ABLLS-R“
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ონლაინტრენინგზე ABLLS-R.
შეფასების ინსტრუმენტი ABLLS-R-ი აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებში აფასებს ენისა და დასწავლის ბაზისურ უნარებს.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან შეფასების ინსტრუმენტ ABLLS-R-ს და შეძლებენ ბავშვის ენისა და დასწავლის ბაზისური უნარების შეფასებას, შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით კი – ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას.
ტრენინგს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:
- სალომე მინდორაშვილი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი
- ანი შაყულაშვილი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი
ტრენინგის დაწყების დრო: 2 მარტი
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი: ონლაინ
ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/iGa7FTJKHrjT5Hbx5
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 თებერვალი
ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 595 69 99 91
2024