მიღება ტრენინგზე „შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები“
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის აცხადებს მიღებას ტრენინგზე „შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები“.
ტრენინგი გაიმართება 24-26 ივნისს, 18:00-დან 20:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის S507 აუდიტორიაში.
კურსს უხელმძღვანელებს ილიაუნის პროფესორი ლევან ცაგარელი.
ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება შეფასების თანამედროვე მიდგომების გამოყენების უნარების განვითარებაში და სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ტრენინგი ეფუძნება ინტერაქტიურ სწავლებას და მოიცავს დისკუსიებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და გამოცდილების გაზიარებას. მისი ხანგრძლივობა 6 საკონტაქტო საათია და მონაწილეები შეძლებენ შემდეგი საკითხების განხილვას:
- შეფასების მოდიფიცირებული მიდგომები შერეული სწავლების პირობებში;
- უკუკავშირის (Feedback) მნიშვნელობა სასწავლო პროცესში;
- განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასების მეთოდოლოგიური განსხვავება;
- თვითშეფასების, კოლეგიალური და მასწავლებლის მიერ განხორციელებული შეფასების პრაქტიკა;
- თანამედროვე ონლაინხელსაწყოების გამოყენება დისტანციური შეფასების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
მონაწილეობის პირობები:
კურსის ყველა შეხვედრაზე დასწრება და შესაბამისი დავალებების შესრულება სავალდებულოა. სასურველია, მონაწილეებს თან ჰქონდეთ ლეპტოპები ან პლანშეტები.
რეგისტრაცია სავალდებულოა. გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე:
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 24-26 ივნისი, 18:00-დან 20:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: ილიაუნის ავსტრიული ბიბლიოთეკის S507 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
2025