მიღება ტრენინგზე ,,კომუნიკაციის, ქცევის და ფუნქციური უნარ-ჩვევების კურიკულუმი „ცხოვრებისთვის აუცილებელი““ - EFL
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ტრენინგზე ,,კომუნიკაციის, ქცევის და ფუნქციური უნარ-ჩვევების კურიკულუმი „ცხოვრებისთვის აუცილებელი““ - EFL შეფასების ინსტრუმენტი EFL-ი აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებში აფასებს ფუნქციურ უნარებს.
ტრენინგის მიზანია:
- მსმენელებს მიაწოდოს თეორიული ცოდნა ფუნქციური უნარების შესაფასებელი ინსტრუმენტის შესახებ;
- ასწავლოს ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდის შერჩევის გზები;
- ასწავლოს აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით უნარების შეფასება და პროგრამის გაწერა.
ტრენინგს ჩაატარებს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერი: ფსიქოლოგიის მაგისტრი; რეგისტრირებული ქცევითი ტექნიკოსი - ანა წურწუმია
ტრენინგის დაწყების დრო: 27 იანვარი
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 16
ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია გავლილი გქონდეთ:
- ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი;
- შეფასების ინსტრუმენტი -ABLLS ან/და VB-MAPP.
ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:https://forms.gle/KUYssgPgL52b6vhE6
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 იანვარი
დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91
2023